ნოტინგჰემი, ევერტონი და ლანსი ოპენდას ტრანსფერზე მუშაობენ
ლოი ოპენდა იუვენტუსის გეგმებში აღარ შედის და ტურინულ გრანდში გადასვლიდან ერთი წლის თავზე, ის ბიანკონერის რიგებს დატოვებს.
იუვენტუსს ოპენდას გაფორმება საერთო ჯამში 45 მილიონი ევრო დაუჯდა და ჩაგდებული სეზონის შემდეგ გუნდს მისი ანალოგიური თანხის სანაცვლოდ გაყიდვა გაუჭირდება, ამიტომ დიდი ალბათობით ის გუნდს ფასიანი იჯარით დატოვებს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ბელგიელი შემტევის მიმართ ინტერესს ნოტინგჰემი, ევერტონი და ლანსი იჩენენ.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
