ატლეტიკო ხიმენესის სანაცვლოდ 15 მილიონს ითხოვს
ატლეტიკო ურუგვაელი მცველის ხოსე მარია ხიმენესის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.
31 წლის ფეხბურთელი გლეისონ ბრემერის ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება და SportItalia-ს ცნობით, ესპანელები მზად არიან, ის 15 მილიონ ევროდ გაუშვან.
წყაროს ინფორმაციით, ბრემერის წასვლის შემთხვევაში იუვენტუსის პრიორიტეტი კიმ მინ-ჯე იქნება, მისი ერთ-ერთი ალტერნატივა კი ატლეტიკოს უკანახაზელი.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
