TuttoJuve

Juve per sempre sarà

კოლო მუანის მიმართ ინტერესი გალათასარაიმაც გამოთქვა

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსს რანდალ კოლო მუანის ტრანსფერში კონკურენციას გალათასარაი გაუწევს.

მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, პსჟ ფრანგი ფორვარდის გაყიდვას გეგმავს, თუმცა მისი იჯარით გაშვებას არ განიხილავს და ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 30-35 მილიონი ევროს მიღება სურს.

წყაროს ცნობით, კოლოს პრიორიტეტი იუვენტუსში დაბრუნებაა, რაც ტურინულ გრანდს საქმეს საგრძნობლად უმარტივებს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).