პსჟ კოლოს სანაცვლოდ 40 მილიონს ითხოვს
იუვენტუსი შეტევის გაძლიერებაზე მუშაობას შეუდგა და ლუჩიანო სპალეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე რანდალ კოლო მუანია.
Sky Sport-ის ინფორმაციით, პარიზული გუნდი ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსს კოლოს 25-30 მილიონად გაფორმების იმედი აქვს და არ არის გამორიცხული, სანაცვლოდ ფრანგებს ჯონათან დევიდი შესთავაზოს.
თავად კოლოს იუვენტუსში დაბრუნება უნდა, ამიტომ მასთან პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება პრობლემა არ იქნება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
