იუვენტუსს კოლო მუანის თანხმობა უკვე მიღებული აქვს
იუვენტუსი რანდალ კოლო მუანის ტრანსფერზე აქტიურად მუშობას უახლოეს პერიოდში შეუდგება.
რომეო აგრესტის ინფორმაციით, ფრანგს ტურინში დაბრუნება სურს და იუვენტუსს მისი თანხმობა უკვე მიღებული აქვს.
წყაროს ცნობით, უახლოეს პერიოდში გუნდებს შორის მოლაპარაკებები დაიწყება. იუვენტუსს იმედი აქვს, ფრანგის გაფორმება 25-30 მილიონი ევროს სანაცვლოდ იქნება შესაძლებელი.
27 წლის ფეხბურთელს გასულ სეზონში სულ 5 გოლი დაუგროვდა, ამიტომ პსჟ-ს რანდალის სანაცვლოდ მეტი ფულის მოთხოვნის არანაირი საფუძველი არ აქვს…
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
