TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსს შეტევაში კოლო მუანი-მატეტას დუეტის ხილვა სურს

იუვენტუსი შეტევის გასაძლიერებლად მუშაობას აგრძელებს და დუშან ვლაჰოვიჩთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები ჩიხში შესვლის ფონზე, ტურინულ გრანდს სავარაუდოდ 2 შემტევის გაფორმება მოუწევს.

ვლაჰოვიჩი იუვენტუსს სავარაუდოდ თავისუფალი აგენტი სტატუსით დატოვებს, იუვენტუსი ოპენდას იჯარით გაშვებას გეგმავს, ხოლო ჯონათან დევიდი ძირითადი შემადგენლობის წევრად აღარ მოიაზრება და შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში იუვენტუსი კანადელის გაყიდვაზე უარს არ იტყვის.

La Stampa-ს ინფორმაციით, ტურინულ გრანდს მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პსჟ-დან რანდალ კოლო მუანის და კრისტალ პალასიდან ჟან-ფილიპ მატეტას გაფორმება სურს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).