იუვენტუსი კალულუს ახალ კონტრაქტზე მუშაობს
იუვენტუსი პიერ კალულუსთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ფრანგი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი სერიოზულია, მაგრამ Tuttomercato-ს ინფორმაციით, კალულუ იუვენტუსისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელია.
ტურინულ გრანდს პიერთან კონტრაქტის 2030 წლამდე გახანგრძლივება სურს და სანაცვლოდ მას ხელფასის 4 მილიონამდე გაზრდას სთავაზობს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
