TuttoJuve

Juve per sempre sarà

ლობოტკა სპალეტის ერთ-ერთი სასურველი ფეხბურთელია

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ნაპოლის ნახევარმცველი სტანისლავ ლობოტკა იუვენტუსის ერთ-ერთ სატრანსფერო სამიზნედ რჩება.

წყაროს ცნობით, სლოვაკი ფეხბურთელის ტურინული გრანდის რიგებში ხილვა პირადად ლუჩიანო სპალეტის სურს.

პრობლემა აურელიო დე ლაურენტისია, ნაპოლის პრეზიდენტს კონკურენტის გაძლიერება არ სურს და მისი დარწმუნება მარტივი არ იქნება. ლობოტკას გამოსასყიდ თანხად 25 მილიონი ევროა მითითებული, თუმცა მისი გააქტიურება მხოლოდ არაიტალიურ გუნდებს შეუძლიათ.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).