იუვენტუსმა დევიდს აცნობა, რომ ის ძირითადის ფეხბურთელად არ მოიაზრება
Sky Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა ჯონათან დევიდს ახალი გუნდის პოვნა ურჩია.
წყაროს ცნობით, ტურინულმა გრანდმა კანადელს აცნობა, რომ იუვენტუსში დარჩენის შემთხვევაში ის ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მიაზრება და სეზონის დიდი ნაწილის სათადარიგოთა სკამზე გატარება მოუწევს.
კანადელს მსურველები მრავლად ჰყავს და იუვენტუსი მის 25-30 მილიონ ევროდ გაყიდვას ეცდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
