იუვე ალისონის სანაცვლოდ 15 მილიონს იხდის
ლივერპულის უარის მიუხედავად, იუვენტუსი ალისონის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდი მზად არის, ლივერპულს ბრაზილიელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაუხადოს.
ინგლისელებს ალისონის გაშვება არ სურთ, თუმცა თავად ფეხბურთელი იუვენტუსში გადასვლას ითხოვს, რაც ტურინულ გრანდს ბრაზილიელის გაფორმების შანსს ჯერ კიდევ უნარჩუნებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
