TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსის ხელმძღვანელობასა და მწვრთნელს შორის შეხვედრა დასრულდა

იუვენტუსის ინსაიდერის რომეო აგრესტის ცნობით, როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს ტურინული გრანდის მფლობელების, დირექტორთა და მწვრთნელის შეხვედრა გაიმართა.

წყაროს ცნობით, დამიენ კომოლი და ლუჩიანო სპალეტი იუვენტუსის რიგებში ყოფნას და გუნდის გაძლიერებაზე მუშაობას გააგრძელებენ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გუნდს შემადგენლობის გაძლიერება სჭირდება და ამ საკითხზე მწვრთნელი და დირექტორები ერთად იმუშავებენ.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).