დაფარა შესაძლოა იუვენტუსის მეორე კიპერი გახდეს
იუვენტუსი მომდევნო სეზონში ჯოვანი დაფარას დაბრუნებას, ძირითად გუნდში დაწინაურებას და მისით მატია პერინის ჩანაცვლებას განიხილავს.
პერინს იუვენტუსის დატოვება და მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, ამიტომ დიდი ალბათობით გუნდს როგორც დი გრეგორიო, ასევე პერინი დატოვებენ.
21 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი სერია ბ-ში მოასპარეზე აველინოში გაატარა და თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა. ის იუვენტუსში დაბრუნდება და დიდია ალბათობა, საზაფხულო ტურნეს დროს ლუჩიანო სპალეტის შემადგენლობას შეუერთდეს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
