კომოლიმ და სპალეტიმ საერთო ენა გამონახეს და ფრანგი გუნდში დარჩება
ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, დამიენ კომოლი დიდი ალბათობით იუვენტუსის რიგებში დარჩება.
წყაროს ცნობით, ფრანგი სპეციალისტი გუნდის ტექნიკურ და სპორტულ ასპექტებზე, მათ შორის ტრანსფერებზე მუშაობას გააგრძელებს, მაგრამ ტრანსფერებში ლუჩიანო სპალეტის პოზიცია გადამწყვეტი იქნება.
ალბანეზეს თქმით, კომოლი მოიძიებს ფეხბურთელებს, რომლებიც სპალეტის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, საბოლოო სიტყვას კი სწორედ იტალიელი სპეციალისტი იტყვის. ჯორჯო კიელინი მწვრთნელსა და დირექტორს შორის ერთგვარი ხიდის როლს შეასრულებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
