TuttoJuve

Juve per sempre sarà

კომოლი:“ სრული ნდობა სპალეტის, ილდისი ხელშეუხებელია, ვლაჰოვიჩი ?…“

დამიენ კომოლიმ კონტინასას ბაზაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ურთიერთობა ელკანთან ? გუნდის მფლობელების მხრიდან ნდობის ნაკლებობა არ არსებობს. ჯონთან ხშირი საუბარუ გვაქვს და ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ. თითოეული ჩვენგანი სეზონის საბოლოო შედეგების, ქომაგების და გუნდის თითოეული წევრის იმედგაცრუების გამო ვწუხვართ, მაგრამ მზად ვართ, პროექტის განვითარებაზე მუშაობა გავაგრძელოთ. კიელინისთან, მოდესტოსთან და ოტოლინისთან ერთად, გუნდში სრული ჰარმონიაა.

„სპალეტი ? ლუჩიანოსთან არანაირი პრობლემა არ არსებობს, მას ჩემი და სრულიად გუნდის სრული ნდობა და მხარდაჭერა აქვს. ლუჩიანო პირადად მე შევარჩია და გადავწყვიტე, რომ მისი კონტრაქტი გაგვეხანგრძლივებინა. ის გუნდის სატრანსფერო საქმიანობაში ჩართულია და ამ თემაზე ოტოლინისთან ერთად მუშობს. დარწმუნებული ვარ, რომ სპალეტი სწორი არჩევანია.

„სატრანსფერო ფანჯრა და ფინანსური Fair Play ? ჩვენ შესაძლოა ფინანსური სიტუაციის დასაბალანსებლად იმაზე მეტის გაყიდვა მოგვიწიოს, ვიდრე ვგეგმავდით, მაგრამ ილდისი ხელშეუხებელია, ის იუვენტუსის მომავალია და გუნდში დარჩება.

„პროექტის ამბიციურობა და ამისთვის საჭირო დრო ? ვფიქრობ, პროექტის მუშაობა 3-5 წელში უნდა შეაფასო, მაგრამ ისიც ვიცი, რომ იუვენტუსი გამარჯვებას უმოკლეს დროში უნდა დაუბრუნდეს. ახლა სკუდეტოზე საუბარი უადგილოა, მაგრამ ჩვენ გვინდა გუნდის აშენება, რომელიც ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს.

„როგორ უნდა განვითარდეთ ? ჩვენ ძლიერი საძირკველი გვაქვს. გუნდს ძლიერი მენტალობისა და ხასიათის ფეხბურთელები სჭირდება, სპალეტი ამაში მეთანხმება.

„ვლაჰოვიჩი ? იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ერთად მუშაობას გავაგრძელებთ.“

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).