TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ვლაჰოვიჩის მამას კვირის ბოლომდე შეხვდება

იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩის მამასთან მილოშთან, ვინც ამ მომენტისთვის ფეხბურთელის აგენტის როლს ასრულებს, შეხვედრას უახლოეს დღეებში გამართავს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტის იუვენტუსში დარჩენამ შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორი იქონიოს, რადგან სერბ ფორვარდსა და იტალიელ სპეციალისტს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა და სპალეტი დუშანს მისი გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად მოიაზრებს.

ამ მომენტისთვის იუვენტუსსა და ვლაჰოვიჩს შორის ახალ კონტრაქტზე შეთანხმება კვლავ არ არსებობს. იუვენტუსი მზად არის, წინადადება 7 მილიონ ევრომდე გაზარდოს, დუშანი კი თავის მხრივ 8 მილიონს ითხოვს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).