სერია ა-ს მომდევნო სეზონის კალენდარი ცნობილია
Lega Serie A-ს ოფიციალური ინფორმაციით, სერია ა-ს 2026/27 წლების სეზონი სტარტს კვირას, 23 აგვისტოს აიღებს და 2027 წლის 30 მაისს დასრულდება.
მომდევნო სეზონში სერია ა-ს ტური შუა კვირაში მხოლოდ 2-ჯერ, 28 ოქტომბერსა და 6 იანვარს გაიმართება.
მომდევნო სეზონის განმავლობაში სანაკრებო ბატალიების გამო პაუზა 4-ჯერ იქნება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
