TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსის პირველი ტრანსფერი სავარაუდოდ ბეკერი გახდება

იუვენტუსი ლივერპულის კარის დარაჯის ალისონ ბეკერის ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი ლუჩიანო სპალეტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა და იუვენტუსი მის გაფორმებას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

ტურინულ გრანდსა და ბრაზილიელს შორის პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია, რომლის მიხედვითაც ის ტურინში 3 წელი დარჩება და სეზონში გასამრჯელოს სახით 5 მილიონს მიიღებს.

მოლაპარაკებები გრძელდება გუნდებს შორის. ლივერპული ბრაზილიელის სანაცვლოდ 15 მილიონს ითხოვს, მაგრამ სავარაუდოდ დაახლოებით 10 მილიონს დათანხმდება.
 
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).