სპალეტი:“ ჩემპიონთა ლიგაზე თუ მის გარეშე, ჩვენ ამბიციური პროექტი გვაქვს და მის განვითარებას გავაგრძელებთ“
ლუჩიანო სპალეტიმ სეზონის დასკვინით მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„როგორ მატჩს ველოდები გუნდისგან ? მე მათგან ველოდები სწორედ იმ დონეზე თამაშს, რასაც ეს შეხვედრა, რასაც ტურინული დერბი იმსახურებს. წინ ყველა კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება და ფეხბურთელებისგან შესაბამის მონდომებას ველოდები.
„ცუდი შედეგები ბოლო მატჩებში ? ჩვენი უდიდესი იმედგაცრუება არა მხოლოდ ხელიდან გაშვებული გამარჯვებები, არამედ ამ მატჩებში ნაჩვენები კარგი თამაში, თუმცა შექმნილი მომენტების გამოუყენებლობაა. როგორც მწვრთნელს, მე მატჩები უნდა გავაანალიზო და შესაბამისი დასკვნები გავაკეთო, მაგრამ პირველ რიგში მე ჩემი მუშობა უნდა გავაანალიზო და შევაფასო. ვფიქრობ, ერთი ცუდი მატჩისა და შედეგის გამო ყველაფერზე ხაზის გადასმა სწორი არ არის, ჩვენ სიტუაცია უნდა გავაანალიზოთ და შეცდომებზე ვისწავლოთ, ეს მომავალში აუცილებლად გამოგვადგება.
„ჩემი მომავალი ? ჩვენ გვაქვს პროექტი, რომელიც ერთ მატჩზე და შედეგზე გაცილებით მნიშვნელოვანია, პროექტი, რომლის საფუძველი ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, მომავალს ოპტიმისტურად ვუყუროთ. ჩვენ გვინდა უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ და ამას ჩემპიონთა ლიგა ვერ შეცვლის.
„გასული კვირა ? ჩვენ არ ვიყავით ქაოტურები და ნერვიულები, ჩვენ ყველაფერი გავაანალიზეთ, ჩვენი შეცდომები გავიაზრეთ, შემდეგ კი ბიჭებს ერთი დღე დასვენების შესაძლებლობა მივეცი. როდესაც გუნდი თავისი შესაძლებლობების წარმოჩენას ვერ ახერხებს, მე ძილს ვკარგავ, ეს ჩემს ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს და ამის გამო ძალიან ვწუხვარ.
„ვიფიქრე თუ არა გუნდის დატოვებაზე ? ამ აზრს ჩემს თავში არც კი გაუვლია. თავიდან თქვენ სულ ახალ კონტრაქტზე საუბრობდით, ახლა კი კონტრაქტის გაწყვეტაა მთავარი სალაპარაკო თემა. მე ელკანთან შეხვედრა არ მომითხოვია, ეს დაგეგმილი იყო და ჩვენ ერთმანეთს აუცილებლად შევხვდებით. გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ არ შეიცვლება, რადგან ერთ მატჩს და ეპიზოდს გუნდის მთლიანი მიმართულების შეცვლა არ შეუძლია.
„არ ელოდოთ არანაირ ცვლილებას, რადგან ეს არ მოხდება. გუნდში ურთერთობის მხრივ ყველაფერი კარგად არის და ჩვენ მუშაობის ერთად გაგრძელება გვსურს. მე გუნდის მხარდაჭერას ვგრძნობ. ფიორენტინასთან მატჩის გამო ვწუხვართ, მაგრამ ამავდროულად მოტივირებულები ვართ და მუშაობის გაგრძელებას ვაპირებთ.
„ურთიერთობა კომოლისთან ? ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, ჩვენ ხშირად ერთად ვსადილობთ და ვსაუბრობთ, მე ოფისში 8 საათზე მოვდივარ, ის 8:30-ზე, ჩვენი ურთიერთობა და საუბარი გუნდის პროექტის განვითარებისთვის ფუნდამენტალურია. რა თქმა უნდა, გარკვეული უთანხმოება ამა თუ იმე საკითხზე შესაძლოა მოხდეს, მაგრამ ეს ყველაფერი უფრო ძლიერი იუვენტუსის შესაქმნელად არის.
„ილდისი და ტურამი ? ილდისი ვერ ითამაშებს, ტურამი კი მზად არის.“
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
