TuttoJuve

Juve per sempre sarà

პრანდელი:“ იუვენტუსმა სპალეტი აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს, ვლაჰოვიჩი ?…“

ჩეზარე პრანდელიმ La Repubblica-სთან ინტერვიუში სხვა საინტერესო თემებთან ერთად იუვენტუსზეც ისაუბრა.

„იუვენტუსი ? ვფიქრობ, იუვენტუსმა ლუჩიანო სპალეტი აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს. ის უმაღლესი დონის, ძალიან გამოცდილი მწვრთნელია, რომელსაც სტრესულ სიტუაციაში მუშაობა ძალიან კარგად გამოსდის. ლუჩიანო სშეუძლია, მწვრთნელი-მენეჯერი გახდეს, როგორც რომაში გასპერინია.

„მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელმა გუნდის ხელმძღვანელობისგან სატრანსფერო ფანჯარაზე მხარდაჭერა იგრძნოს და ისეთი ფეხბურთელები გაიფორმოს, რომლებიც მწვრთნელს სჭირდება.

„თუ მწვრთნელს ერთი იდეები აქვს, გუნდის ხელმძღვანელობა კი სხვა მიმართულებით მიდის, წარმატების მიღწევა ფაქტობრივად გამორიცხულია. მწვრთნელმა იცის, როგორი სტილის და მახასიათებლების ფეხბურთელი სჭირდება მას და გუნდმა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.

„ვლაჰოვიჩი ? ის ყოველთვის ძალიან მოტივირებული იყო და ძლიერი მენტალობა ჰქონდა. იუვენტუსმა შეცდომა დაუშვა, რომ მისი კონტრაქტი ბოლო კვირებამდე მიიყვანა, დუშანი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, ის 15-20 გოლის გარანტიას გაძლევს.“

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).