ტურამი განცალკევებით ვარჯიშს აგრძელებს
იუვენტუსი სერია ა-ს მიმდინარე სეზონის ბოლო ტურისთვის მზადებას განაგრძობს, რომელშიც შავ-თეთრების მეტოქე თანაქალაქელი ტორინო იქნება.
Sky Sport-ის ცნობით, გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშს აგრძელებს ხეფრენ ტურამი და მისი თამაში Derby Della Mole-ში საეჭვოა.
მოსალოდნელია, რომ ძირითად შემადგენლობაში ტეუნ კოპმეიენრსი იქნება და არ არის გამორიცხული, ეს ნიდერლანდელისთვის იუვენტუსის რიგებში ბოლო შეხვედრა იყოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
