იუვენტუსი აუგუსტოს ტრანსფერით ინტერესდება
იუვენტუსი ინტერის უკანახაზელის კარლოს აუგუსტოს ტრანსფერით ინტერესდება.
ტურინული გრანდი ზაფხულში დაცვის ფლანგების გაძლიერებას გეგმავს და Calciomercato-ს ცნობით, აუგუსტო მათი ერთ-ერთი სამიზნეა.
27 წლის ფეხბურთელი ინტერში სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილოა და გუნდის დატოვებას გეგმავს. ნერაძური ბრაზილიელის სანაცვლოდ 25-30 მილიონს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
