TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სულეს რომაში ტრანსფერი გადაწყვეტილია

Sky Sport-ის ინფორმაციით, მატიას სულეს რომაში ტრანსფერი გადაწყვეტილია და დიდი ალბათობით გუნდები შეთანხმებას უახლოეს დღეებში შეძლებენ.

წყაროს ცნობით, ჯალოროსი უახლოეს დღეებში იუვენტუსს კიდევ ერთი წინადადებით მიმართავს და დიდი ალბათობით ტრანსფერი საბოლოოდ დაიხურება.

იუვენტუსის პოზიცია სულეს თაობაზე უცვლელია, რომას მის სანაცვლოდ 30 მილიონისა და ბონუსების გადახდა მოუწევს. დანიელე დე როსი ფეხბურთელს უკვე ესაუბრა და პირობა მისცა, რომ ჯალოროსი მას აუცილებლად გაიფორმებს.