TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი და ვენეცია კავილიას ტრანსფერზე შეთანხმდნენ

ნიკოლო სკირას ცნობით, იუვენტუსი და ვენეცია ჰანს ნიკოლუსი-კავილიას ტრანსფერის თაობაზე შეთანხმდნენ.

წყაროს ინფორმაციით, ტურინული გრანდი იტალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს მიიღებს და მომავალში მისი დაბრუნების შესაძლებლობა ექნება.

სკირას თქმით, თავად ნიკოლუსი ჯერჯერობით ვენეციას წინადადების მიღებას არ ჩქარობს და იმედი აქვს, ის ტიაგო მოტას დარწმუნებას შეძლებს და იუვენტუსში დარჩება, რაც ამ მომენტისთვის რთულად წარმოსადგენია.