კომო მირეტის ტრანსფერით ინტერესდება
კომო იუვენტუსის ნახევარმცველის ფაბიო მირეტის ტრანსფერით ინტერესდება.
იტალიელი ფეხბურთელი ლუჩიანო სპალეტის გეგმებში აღარ შედის და ტურინული გრანდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მის გაყიდვას გეგმავს.
SportMediaset-ის ცნობით, ფაბიოს მიმართ ინტერესს არაერთი გუნდი, მათ შორის კომო იჩენს. იუვენტუსს მისი გაყიდვა 20-25 მილიონ ევროდ სურს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
