კომოლის იუვენტუსიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია
Tuttosport-ის ინფორმაციით, დამიენ კომოლი იუვენტუსის რიგებში ბოლო დღეებს ითვლის.
წყაროს ცნობით, თუ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, რისი ალბათობაც ძალიან დიდია, ფრანგი სპეციალისტი ტურინული გრანდის რიგებს დატოვებს.
გამოცემის ინფორმაციით, კომოლიმ ყველა დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა, მათ შორის ტრადიციული ვახშამი გუნდის სტაფთან, რომელიც სეზონის ბოლოს ყოველწლურად იმართება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
