TuttoJuve

Juve per sempre sarà

სასუოლოს დირექტორი:“ იუვე მუჰარემოვიჩის გაყიდვის შემდეგ თანხის 50 პროცენტს მიიღებს“

სასუოლოს სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ ტარიკ მუჰარემოვიჩის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„მუჰარემოვიჩი ინტერში ? სასუოლოს პოლიტიკა ბოლო წლებში ძალიან სწორხაზოვანი და მარტივია. ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის წარმოჩენის და განვითარების შესაძლებლობას ვაძლევთ და ვუქმნით ყველა პირობას, რომ რომელიმე დიდ გუნდს შეუერთდეს. თუ ჩვენ ტარიკის თაობაზე შესაბამის წინადადებას მივიღებთ, გამონაკლისი არც ის იქნება.

„შეთანხმება იუვენტუსთან ? მუჰარემოვიჩის სასუოლოში ტრანსფერით ყველა მხარემ იხეირა. იუვე მომავალში მისი გაყიდვის შემთხვევაში სრული თანხის 50 პროცენტს მიიღებს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)