მალაგო:“ დაბრუნდება თუ არა იტალიური ფეხბურთ ? აუცილებლად…“
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გოვანი მალაგომ იტალიურ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
„იტალიურ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ ყველა მაჩვენებელი და პარამეტრი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ ახალი ინფრასტრუქტურა გვჭირდება. ჩვენ ამ მხრივ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მდგომარეობა გვაქვს. ახალი სტადიონები გაზრდილ შემოსავლებს ნიშნავს, მეტი ფული კი ახალგაზრდული სექტორების განვითარებას, რაც როგორც გუნდებისთვის, ასევე ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესია.
„შევძლებთ თუ არა დაბრუნებას ? მე ცხოვრებაში ძალიან დიდი ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მე ამ თავგადასავალს არ დავთანხმდებოდი.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
