რეალი დიასის სანაცვლოდ 40 მილიონს ითხოვს
იუვენტუსი მანჩესტერ სიტის ნახევარმცველის ბერნარდო სილვას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა ტურინულ გრანდს ჩემპიონთა ლიგის გარეშე პორტუგალიელი ფეხბურთელის დათანხმება საგრძნობლად გაურთულდება.
Tuttosport-ის ცნობით, სილვას ტრანსფერის საბოლოოდ ჩაშლის შემთხვევაში იუვენტუსი აქცენტს რეალის ნახევარმცველზე ბრაჰიმ დიასზე გააკეთებს.
დიასის კონტრაქტი რეალთან 2027 წლის ზაფხულში იწურება. ბლანკოსი მის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
