TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ტურამის სანაცვლოდ 40-45 მილიონს ითხოვს

ხეფრენ ტურამი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელი არ იქნება.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსი მზად არის, ფრანგი ზაფხულში 40-45 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას, რაც გუნდს კაპიტალის მსუყე ზრდას მოუტანს.

ტურამი იუვენტუსს ნიცადან 2024 წელს 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მას მსურველები პრემიერ ლიგაში ჰყავს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)