Tether-ი მზად არის, იუვენტუსს ფინანსური სირთულეების დაძლევაში დაეხმაროს
იუვენტუსის მეორე ყველაზე მსხვილი მეწილე Tether-ი მზად არის, ტურინულ გრანდს არსებული ფინანსური სირთულეების დაძლევაში დაეხმაროს.
Tether-ი იუვენტუსის აქციების 11.5 პროცენტს ფლობს, რითიც კომპანია ჯონ ელკანის Exor-ის შემდეგ ყველაზე დიდი მეწილე გახლავთ.
Tether-ის დირექტორი იუვენტუსის ქომაგი, იტალიელი პაოლო არდოინოა, ის უკვე დიდი ხანია, ტურინული გრანდის აქციების საკონტროლო პაკეტის ყიდვას ცდილობს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, არდოინო მზად არის, იუვენტუსში კაპიტალის ინექცია განახორციელოს და გუნდს ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის შემთხვევაში შექმნილი ფინანსური სირთულეების დაძლევაში დაეხმაროს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
