TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტისა და ელკანს შორის საუბარი გაიმართა

ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ცნობით, ჯონ ელკანსა და ლუჩიანო სპალეტის შორის საუბარი შედგა.

წყაროს ცნობით, იტალიელმა სპეციალისტმა იუვენტუსში დარჩენის სურვილი დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ თუ ელკანი სპალეტიში 100 პროცენტით დარწმუნებული არ არის, ლუჩიანო მზადაა, კონტრაქტი გაწყვიტოს და გუნდი ყოველგვარი ფინანსური კომპენსაციის გარეშე დატოვოს.

გამოცემის ინფორმაციით, ელკანი სპალეტის მიმართ სრულ ნდობას ინარჩუნებს და მისი იუვენტუსიდან წასვლა ფაქტობრივად გამორიცხულია.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)