ლივერპულმა კოპმეინერსის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ბრიტანული გამოცემა SportWitness-ის ინფორმაციით, ლივერპულის ინტერესი ტეუნ კოპმეინერსის მიმართ სერიოზულია.
წყაროს ცნობით, ინგლისურ გრანდში ნიდერლანდელი ფეხბურთელის ხილვა პირადად არნე სლოტს სურს, ის ტეუნთან ერთად ალკმაარში მუშაობდა და ზაფხულში კოპმეიენრსის გაფორმებას ითხოვს.
იუვენტუსი ტეუნის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და მის სანაცვლოდ 35-40 მილიონ ევროს ითხოვს. გამოცემის ინფორმაციით, ლივერპულსა და ფეხბურთელის აგენტს შორის პირველი შეხვედრა უკვე შედგა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
