ჩემპიონთა ლიგის გარეშეც, კოლო მუანის იუვენტუსში დაბრუნება უნდა
იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის გამო სატრანსფერო გეგმების შეცვლა მოუწევს, თუმცა ტურინული გრანდის ინტერესი რანდალ კოლო მუანის მიმართ უცვლელია.
SportMediaset-ის ცნობით, ფრანგს იუვენტუსში დაბრუნება უნდა და ამისთვის ევროპა ლიგაზე თამაშის წინააღმდეგი არ იქნება.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი პსჟ-სთან მოლაპარაკებებს უახლოეს პერიოდში განაახლებს. არ არის გამორიცხული, ტურინულმა გრანდმა პარიზელებს კოლოს სანაცვლოდ ჯონათან დევიდი შესთავაზოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
