TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსის ხელმძღვანელობა შესაძლოა ჯორჯო კიელინიმ ჩაიბაროს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის ხელმძღვანელობაში კიდევ ერთი რევოლუცია იგეგმება.

Tuttomercato-ს ცნობით, ფიორენტინასთან მარცხის შემდეგ, რაც ფაქტობრივად იუვენტუსის ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენას ნიშნავს, ჯორჯო კიელინი არის ერთადერთი, ვისი ტურინში დარჩენაც გარანტირებულია.

წყაროს ინფორმაციით, თუ ჯონ ელკანმა დამიენ კომოლისა და მისი გუნდის გაშვება გადაწყვიტა, რაც კატასტროფული სატრანსფერო პოლიტიკისა და ჩაგდებული სეზონის ფონზე სავსებით რეალურია, ჯორჯო კიელინი იუვენტუსის ხელმძღვანელობას ჩაიბარებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)