TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლოკატელი ვარჯიშებზე შესანიშნავად გამოიყურება და მისი გაყიდვა აღარ განიხილება

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მანუელ ლოკატელის გაყიდვა აღარ განიხილება.

იტალიელ ფეხბურთელს ტურინულ გრანდში არც თუ ისე კარგი სეზონი ჰქონდა, რის გამოც მის მიმართ კრიტიკა ხშირად ისმოდა და მედიაში ლოკატელის შესაძლო გაყიდვის თაობაზეც აქტიურად იწერებოდა.

წყაროს ცნობით, ლოკატელიმ ვარჯიშებზე შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და იუვენტუსი დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელი ტიაგო მოტას გუნდში იმ დონეზე დაბრუნებას შეძლებს, რასაც ის სასუოლოში აჩვენებდა.