TuttoJuve

Juve per sempre sarà

პაცინი:“ ვლაჰოვიჩი სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია, იუვემ ის უნდა შეინარჩუნოს“

ჯამპაოლო პაცინიმ იუვენტუსს დუშან ვლაჰოვიჩის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

„ვლაჰოვიჩი იმ ფეხბურთელების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ფორმაში ყოფნის დროს მოედანზე სხვაობას ქმნიან და ბევრი გოლის გატანა შეუძლიათ. ვფიქრობ, დუშანი სერია ა-ში ერთ-ერთი საუკეთესო, ტოპ 3 ფორვარდია.

„ჩემი აზრით, ვლაჰოვიჩმა იუვენტუსთან კონტრაქტი უნდა გაახანგრძლივოს და ტურინში დარჩეს, ეს ორივე მხარისთვის სწორი გადაწყვეტილება იქნება. დუშანს სპალეტის სრული ნდობა აქვს და ის ლუჩიანოს დახმარებით თავისი პოტენციალის პიკს მიაღწევს, ხოლო იუვენტუსს ვლაჰოვიჩის დონის ფორვარდის ნახვა გაუჭირდება.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)