ოფიციალურად: იუვენტუსმა კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ჩანიშნა
იუვენტუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ საზაფხულო ტურნეს დროს გუნდი ბაზელს დაუპირისპირდება.
ოფიციალური განცხადების მიხედვით, იუვენტუსი შვეიცარიას ეწვევა და 18 ივლისს ბაზელის წინააღმდეგ ითამაშებს, შემდეგ კი აზიაში გაემგზავრება.
შეგახსენებთ, იუვენტუსი ჩინეთში ჩელსის წინააღმდეგ ითამაშებს, შემდეგ კი ავსტრალიაში გაფრინდება, სადაც ბიანკონერი ინტერსა და პალერმოს დაუპირისპირდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
