ლობოტკა იუვენტუსის სიაში რჩება
ნეაპოლიტანური გამოცემა Il Mattino-ს ინფორმაციით, ნაპოლის ნახევარმცველი სტანისლავ ლობოტკა იუვენტუსის ერთ-ერთ სამიზნედ რჩება.
ლობოტკა ანტონიო კონტეს გეგმებში აღარ შედის და ის დიდი ალბათობით ნაპოლის რიგებს სეზონის ბოლოს დატოვებს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი სლოვაკი ფეხბურთელის გაფორმებას ეცდება, მაგრამ პრობლემა აურელიო დე ლაურენტისია, ვისთან საერთო ენის გამონახვა იუვენტუსისთვის ყოველთვის რთული ამოცანაა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
