იუვე დიასის ტრანსფერით ინტერესდება
იუვენტუსი რეალის ნახევარმცველის ბრაჰიმ დიასის ტრანსფერით ინტერესდება.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდი დიასს ბერნარდო სილვას მთავარ ალტერნატივად მოიაზრებს.
წყაროს ცნობით, თუ პორტუგალიელის ტრანსფერი ჩაიშალა, იუვენტუსი მოროკოელი ფეხბურთელის გაფორმებას ეცდება. მილანის ყოფილი ნახევარმცველის კონტრაქტი რეალთან 2027 წლის ზაფხულში იწურება და სეზონის ბოლოს სერია ა-ში დაბრუნების წინააღმდეგი არ იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
