TuttoJuve

Juve per sempre sarà

ბაიერნი ვლაჰოვიჩისთვის პირველ წინადადებას ამზადებს

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ბაიერნი დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე გააქტიურდა.

წყაროს ცნობით, ბაიერნი სერბთან მოლაპარაკებებს ოფიციალურად გერმანიის თასის შემდეგ დაიწყებს, რომელიც 23 მაისს გაიმართება.

სკირას თქმით, გერმანული გრანდი მზად არის, სერბს 3-4 წლიანი კონტრაქტი და სეზონში გასამრჯელოს სახით 8 მილიონი ევრო შესთავაზოს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსს დუშანთან საერთო ენის გამონახვისთვის დაახლოებით 10 დღე აქვს, რის შემდეგაც სიტუაცია საგრძნობლად გართულდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)