TuttoJuve

Juve per sempre sarà

ელკანი იუვენტუსის შემადგენლობაში რევოლუციას ითხოვს

Tuttosport-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები იგეგმება.

წყაროს ცნობით, მოსალოდნელი რევოლუციის მთავარი ინიციატორი გუნდის მფლობელი ჯონ ელკანი არის.

გამოცემის ინფორმაციით, ელკანი მიიჩნევს, რომ ტურინული გრანდის შემადგენლობაში ბევრი ფეხბურთელი იუვენტუსის მაისურის ტარებას არ იმსახურებს და ვერონასთან მატჩში ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, ამიტომ ის გუნდის ხელმძღვანელობის მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯების მოლოდინშია, იქნება ეს დამიენ კომოლი, თუ იუვენტუსის ახალი ხელმძღვანელი.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)