გატის მიმართ ინტერესს რამდენიმე იტალიური და ინგლისური გუნდი იჩენს
ფედერიკო გატის კარიერა იუვენტუსის რიგებში დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს დასრულდება.
იტალიელი ფეხბურთელი ტურინული გრანდის გეგმებში არ შედის და ნიკოლო სკირას ცნობით, იუვენტუსი მის 20-25 მილიონად გაყიდვას გეგმავს.
წყაროს ცნობით, ფედერიკოს მიმართ ინტერესს ევერტონი, ფულჰემი, ასტონ ვილა, კრისტალ პალასი, მილანი და ნაპოლი იჩენენ.
გატის იუვენტუსში დარჩენა უნდა, თუმცა თუ მას გუნდის დატოვება მოუწევს, იტალიელის პრიორიტეტი სერია ა-ში თამაშია.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
