ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის შემთხვევაში, იუვენტუსის ხელმძღვანელობაში სერიოზული ცვლილებები იგეგმება
იტალიური მედიის ინფორმაციით, ზაფხულში შესაძლოა იუვენტუსის ხელმძღვანელობაში სერიოზული ცვლილებები მოხდეს.
SportMediaset-ის ინფორმაციით, ჯონ ელკანი დამიენ კომოლისა და მისი გუნდის მუშაობით უკმაყოფილოა და მათ იუვენტუსში დარჩენა გარანტირებული არ აქვთ.
წყაროს ცნობით, თუ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, რაც დიდწილად კომოლის არასწორი ტრანსფერებით იქნება გამოწვეული, ფრანგი სპეციალისტისა და მისი გუნდის იუვენტუსიდან წასვლა რეალური იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
