სპალეტი:“ ჩვენ ჩვენი პროგრესი სწორედ ასეთ გადამწყვეტ მატჩებში უნდა ვაჩვენოთ“
ლუჩიანო სპალეტის კომენტარი ვერონასთან მატჩის წინ.
„ჩვენ სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე ვართ, როდესაც თითოეულ მატჩს სეზონის საბოლოო შედეგზე შეუძლია დიდი გავლენა იქონიოს. დატვირთული გრაფიკი, დაუღალავი ვარჯიში, გაღებული მსხვერპლი, ეს ყველაფერი აზრს კარგავს, თუ ასეთ გადამწყვეტ მომენტებში საჭირო შედეგს ვერ აღწევ. ჩვენი მიზანი არა მხოლოდ კარგი შედეგების დაფიქსირება, არამედ კარგი ფეხბურთის თამაში და ჩვენი პროგრესის კიდევ ერთხელ დადასტურებაა.
„დევიდი ? პირველ რიგში, მას თანაგუნდელებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და ეს ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანი ასპექტია. დევიდს ძალიან კარგი ტექნიკა აქვს და მჯერა, რომ მას დღეს ძალიან კარგი შეხვედრა ექნება. შესაძლოა ის ვლაჰოვიჩის მსგავსად ფიზიკურად ძლიერი არ არის, მაგრამ დევიდს საჯარიმოში მოძრაობა და გოლების გატანა კარგად გამოსდის.
„ილდისი ? ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ ის ძალიან ახალგაზრდაა, რადგან კენანი როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა ასეთი ჩამოყალიბებული და დაღვინებული ფეხბურთელია. ის არა მხოლოდ გოლებზე, არამედ სრულიად გუნდის წარმატებაზე ფიქრობს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
