დევიდის ტრანსფერისთვის ბრძოლაში ასტონ ვილაც ჩაერთო
ჯონათან დევიდის პოტენციური მსურველების სია დღითი დღე იზრდება.
კანადელი ფორვარდი ლუჩიანო სპალეტის გეგმებში არ შედის და ის დიდი ალბათობით გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს.
Tuttosport-ის ცნობით, დევიდის მსურველთა სიას ასტონ ვილაც შეუერთდა, ინგლისელებმა ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვეს.
იუვენტუსი ჯონათანის გაყიდვას დაახლოებით 25 მილიონ ევროდ გეგმავს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
