იუვენტუსი და ალისონი ლივერპულის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან
იუვენტუსი ახალი კიპერის ძიებას აგრძელებს და ტურინული გრანდის პრიორიტეტად ლივერპულის ალისონ ბეკერი რჩება.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ბრაზილიელი კარის დარაჯი იუვენტუსში გადასვლის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ლივერპულთან დაპირისპირებას არ აპირებს და ყველაფერი ინგლისური გუნდის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული
რომანოს თქმით, ალისონი ლივერპულის გასახდელში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და გუნდს მისი ლიდერის თვისებების დაკარგვა არ სურს, რაც საქმეს ართულებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
