TuttoJuve

Juve per sempre sarà

მალაგოს იტალიის ნაკრების პოტენციური მწვრთნელების სია შედგენილი აქვს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დიდი ალბათობით ჯოვანი მალაგო გახდება, ის სხვადასხვა ორგანიზაციებთან შეხვედრებს უკვე მართავს და მალაგოს სერია ა-ს გუნდების სრული მხარდაჭერა აქვს.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მალაგოს იტალიის ნაკრების პოტენციური მწვრთნელების სია უკვე შედგენილი აქვს.

წყაროს ცნობით, თუ მალაგო პრეზიდენტად აირჩიეს, აძურის ანტონიო კონტე, მაქს ალეგრი, კლაუდიო რანიერი, სტეფანო პიოლი ან რობერტო მანჩინი ჩაიბარებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)