TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი მომდევნო სეზონში ჰოლმის შენარჩუნებას ეცდება

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსს მომდევნო სეზონისთვის ემილ ჰოლმის შენარჩუნება სურს.

წყაროს ცნობით, ტრავმების მიუხედავად, შვედმა ფეხბურთელმა ლუჩიანო სპალეტის ნდობა დაიმსახურა და იტალიელ სპეციალისტს მისი ტურინში დარჩენა უნდა.

იუვენტუსი ჰოლმის გამოსასყიდი თანხის – 15 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს. გუნდი ბოლონიასთან მოლაპარაკებებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს და შვედის იჯარის 1 წლით გახანგრძლივებას ეცდება, მისი შემდგომში 10 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით.

არ არის გამორიცხული, იუვენტუსმა ჰოლმის ტრანსფერში ჟოაუ მარიო გამოიყენოს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)