იუვეს გრინვუდის გაფორმება 50 მილიონი დაუჯდება
იუვენტუსმა მარსელის გარემარბის მეისონ გრინვუდის ტრანსფერზე მუშაობა განაახლა, ტურინულ გრანდს მომდევნო სეზონში მარჯვენა ფლანგზე კონსეისაუ-გრინვუდის დუეტის ხილვა სურს.
მარსელში ფენომენალური სეზონის ფონზე, გრინვუდის მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება და Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფრანგული გუნდი ინგლისელის გაყიდვას 45-50 მილიონი ევროს სანაცვლოდ გეგმავს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი გრინვუდის ტრანსფერში, რომელმაც მიმდინარე სეზონში 25 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა, ედონ ჟეგროვას გამოყენებას ეცდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
