ევერტონი ზაფხულში ჟეგროვას გაფორმებას ეცდება
ევერტონი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის გარემარბის ედონ ჟეგროვას გაფორმებას ეცდება.
კოსოვოელმა ფეხბურთელმა ტურინული გრანდის რიგებში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და ზაფხულში დიდი ალბათბით გუნდს დატოვებს.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ინგლისელები 27 წლის ფეხბურთელის იჯარით გაფორმებას ეცდებიან, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, იუვენტუსი თავის მხრივ მისი არენდით გაშვებას არ აპირებს და კოსოვოელის სანაცვლოდ 25 მილიონს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
